20 სექტემბერი 2024,   04:47
ვრცლად
საქართველოში ვიზიტით აზერბაიჯანის სამხედრო პოლიციის დელეგაცია იმყოფება

საქართველოში ვიზიტით აზერბაიჯანის სამხედრო პოლიციის დელეგაცია იმყოფება. ვიცე-პოლკოვნიკ ელგუნ ალიევსა და დელეგაციის წევრებს საქართველოს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.

მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, ყურადღება კეთილმეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილეს და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

სტუმრები სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონს ეწვივნენ, სადაც ბაზაზე წარმოდგენილი ტექნიკა, შეიარაღება და სატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერეს.

დღის ამბები