საქართველოში ავსტრიის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, რეგიონული და წყლის მართვის ფედერალური სამინისტროს დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ყვარლის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი საფრთხის იმ ზონებს გაეცნენ, სადაც ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები მიმდინარეობს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა ავსტრიელ კოლეგებს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს.
დელეგაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოშიც უმასპინძლეს.