07 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
სტიქიის ზონაში, მაშველებმა მოქალაქეები ყველა საჭირო პროდუქტითა და პირველადი მოხმარების ნივთებით მოამარაგეს

სტიქიის ზონაში სამაშველო და სალიკვიდაციო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მაშველები ყველა იმ სოფელში მივიდნენ, რომელიც გარე სამყაროს არის მოწყვეტილი და მოქალაქეები ყველა საჭირო პროდუქტითა და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყვეს.

სტიქიის ზონაში ჩავიდნენ უმრავლესობის დეპუტატებიც. მათ, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს და გურიაში არსებული რთული ვითარება შეაჯამეს.

დღის ამბები