20 სექტემბერი 2024,   04:43
ვრცლად
ეროვნულ გამოცდებზე მიღებული საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტებს, აჭარის მთავრობა ფულად ჯილდოს გადასცემს

ეროვნულ გამოცდებზე მიღებული საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტებს, აჭარის მთავრობა ფულად ჯილდოს გადასცემს. სტუდენტები წახალისების მიზნით 2000 და 1000 ლარიან ჯილდოს მიიღებენ.

100 და 70 პროცენტიანი გრანტის მქონე სტუდენტებს, ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია, პირადად მიაწოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და განათლების მინისტრმა.

წელს, აჭარის რეგიონიდან 3300 -ზე მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის, 150 სტუდენტი 100 და 70%-იანი გრანტით. აჭარის მთავრობა ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც ახორციელებს. დაფინანსების პროგრამების ბიუჯეტი და სტუდენტთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.

დღის ამბები