15 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
ჩინეთთან უვიზო რეჟიმი უკვე ძალაშია - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი რეგულაციები მიმდინარე წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა

უვიზო რეჟიმი ჩინეთთან უკვე ძალაშია - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,
ახალი რეგულაციები ჩინეთის მოქალაქეებისა და ჩინეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის მიმდინარე წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა.

შეღავათიანი სავიზო რეჟიმის პირობებით ისარგებლებენ ის პირები, რომლებიც ქვეყანაში ტურისტული მიზნით აპირებენ ჩამოსვლას. კანონმდებლობის მიხედვით, ვიზის გარეშე საქართველოში დარჩენას ისინი 30 დღის მანძილზე შეძლებენ.

"ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის, რასაც საფუძვლად დაედო ბოლო დროს ჩვენსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის უფრო გაღრმავებული ურთიერთობები, რომლებიც გადავიდა სტრატეგიული თანამშრომლობის დონეზე, რაც ასევე გულისხმობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, მეტი ინვესტიციის მოზიდვას საქართველოში," - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე.

დღის ამბები