21 აგვისტო 2026,   09:46
ვრცლად
საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 32-ე კმ-ზე დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 32-ე კმ-ზე, დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აქტიურად ტარდება საპროექტო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება ახალი ხიდის მშენებლობა.

მშენებლობის დასრულებამდე გადაადგილება დროებითი ხიდისა და შემოვლითი გზის საშუალებით მოხდება. ხიდი და გზის სავალი ნაწილი 11 სექტემბერს დაზიანდა და აქ ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

"ფაქტობრივად აღარ გვაქვს ჩაკეტილი უბნები. ყველა უბანთან მიყვანილია, როგორც მინიმუმ საფეხმავლო გზა, ახლა ვმუშაობთ, რომ სამანქანო გზაც მალე იყოს", - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ

დღის ამბები