15 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
სასწრაფოდ შეიცვალოს მიღებული ბრძანება და თურნავა უნდა გადადგეს, სხვა შემთხვევაში ეკონომიკას და მეანაბრეებს შეექმნებათ პრობლემები-მამუკა ხაზარაძე

საქართველოს ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქცია იმართება. შეკრება მთავარ საფინანსო ინსტიტუტთან, დღის 17.00  საათზე ნიკა მელიამ და ლელომ დაანონსეს.

განსხვავებულ დროსა და ადგილას გადაწყდა გიორგი ვაშაძის და ლევან ხაბეიშვილის აქცია. პროტესტის საფუძველი სების გუშინდელი გადაწყვეტილებაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების შეჩერებას ითვალისწინებს, თუ არ არსებობს ქართული სასამართლოს განაჩენი.

ოპოზიცია აცხადებს რომ ახალი წესი ერთ პერსონას მოარგეს, ხელისუფლების არგუმენტი კი ქვეყნის კონსტიტუციაა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ ქართველი ხალხის ხმა მნიშვნელოვანია. 

"მთავარი ეპიცენტრი უნდა იყოს ყველა ის არენა, სადაც ქართველი ხალხის ხმა იქნება და ეს ხმა აისახება სწორი გადაწყვეტილების დაგვირგვინებაში. არ ვაპირებ პოლემიკაში შესვლას. ვინ რომელ საათზე , რა დროს ჩაინიშნა, რის შემდეგ ჩაინიშნა აქცია - ეს არის მეასე  ხარისხოვანი. არ მინდა ამ საკითხის სიღრმეებში შესვლა. ვიქნები იქ, სადაც მჯერა, რომ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი წყდება", - განაცხადა ნიკა მელიამ.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ თურნავა უნდა გადადგეს. 

"სასწრაფოდ შეიცვალოს მიღებული ბრძანება და თურნავა უნდა გადადგეს! რაც უფრო გაიწელება ეს დროში, მით უფრო მეტი საფრთხე შეექმნება მთლიანად საბანკო სისტემას. ეს არის ერთადერთი სწრაფად მისაღები გადაწყევტილება, სხვა შემთხვევაში ეკონომიკას და მეანაბრეებს შეექმნებათ პრობლემები,"- აცხადებს მამუკა ხაზარაძე. 

დღის ამბები