ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა - გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა სამთავრობო კომისიამ მიიღო. გაფორმდა შესაბამისი ოქმები, რომლებსაც კომისიის წევრებმა მოაწერეს ხელი. კანდიდატებს მიეცემათ რამდენიმეთვიანი ვადა ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების წარსადგენად, რის შემდეგაც კომისია გამარჯვებულს გამოავლენს.