15 ნოემბერი 2024,   17:54
ვრცლად
სომხეთი დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური პროტესტის ფონზე აღნიშნავს

სომხეთი დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური პროტესტის ფონზე აღნიშნავს. ერევანში, რესპუბლიკის მოედანი რამდენიმე საათია გადაკეტილია. დაანონსებულია ფართომასშტაბიანი აქცია, პროტესტის მთავარი სამიზნე კი ქვეყნის პრემიერ მინისტრია. ნიკოლ ფაშინიანს ქვეყნის ღალატსა და ტერიტორიების დათმობაში ადანაშაულებენ.

გუშინდელი ღამე ერევანში საკმაოდ მძიმე იყო. შეტაკებები დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მთელი ღამე გრძელდებოდა, დაშავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის პოლიციელები.

პოლიციამ აქციის 30-ი მონაწილე დააკავა, დაზიანებულია მთავრობის ადმინისტრაციის შენობა. 

დღის ამბები