20 სექტემბერი 2024,   04:51
ვრცლად
გლდანში მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გლდანში მომხდარი დაპირისპირების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე   ოპერატიულა გამოცხადდნენ ადგილზე. 
მომხდარ ფაქტზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის  პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.  შსს-მ ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" განუცხადა. 

ფაქტთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები.

ადგილზე  მისულ სამართალდამცველებს ადგილზე მყოფმა პირებმა    წინააღმდეგობა გაუწეს,  მათ პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა.

დღის ამბები