უბედური შემთხვევა მოხდა ბაგებში, 2 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი სახლში მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც აივნის გისოსებიდან გაძვრომა მოახერხა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.