საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირების აღმკვეთის ღონისძიებაზე, სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. პროკურატურა ექვსივე მათგანის მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები, გლდანში, ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხნენ ოთხ პირს და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან ელგუჯა შუკაკიძე და ტატო ხუნდაძეც. ბრალდებული შუკაკიძე ე.წ. კანონიერი ქურდის, ნოდარ შუკაკიძის ძმაა.