28 ნოემბერი 2023,   13:43
ვრცლად
დმანისში "დმანისობის" სახალხო დღესასწაული იმართება

დმანისში "დმანისობის" სახალხო დღესასწაული იმართება. "დმანისობა 2023"-ის ფარგლებში, იმის აღსანიშნავად, რომ 900 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა ქალაქ დმანისის შემოერთებით საქართველოს გაერთიანება დაასრულა, თეატრალური ღონისძიება "სამეფო ნადიმი" გაიმართება.

პროგრამა იქნება მრავალფეროვანი. მოეწყობა საგამოფენო, სამკითხველო სივრცეები, გაიმართება სპორტული აქტივობები და საპატიო დმანისელებისა და ჩოხოსნების დაჯილდოების ცერემონიალი. ღონისძიებას დაასრულებს ჯგუფ "არგოს" კონცერტი.

 

დღის ამბები