15 ნოემბერი 2024,   17:56
ვრცლად
მეორე ფრონტი გახსნა ალიევმა და დაამთავრა, რაღაც მაინც ვისწავლოთ მეზობლებისგან - გუბაზ სანიკიძე

"მეორე ფრონტი გახსნა ალიევმა და დაამთავრა, რაღაც მაინც ვისწავლოთ მეზობლებისგან" – განცხადება გუბაზ სანიკიძემ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გააკეთა. ოპოზიციონერი დეპუტატი აზერბაიჯანის მაგალითზე "მეორე ფრონტთან" დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოში, აფხაზეთის და ცხინვალის ხსენება ტერორიზმად და რადიკალიზმად ითვლება.

"მეორე ფრონტი უნდათ აქ, მეორე ფრონტი გახსნა ალიევმა და დაამთავრა, რაღაცა მაინც ვისწავლოთ, ჩვენი მეზობლები არიან. 6 წლის ასაკიდან ბავშვების გაზრდა დაიწყეს აზერბაიჯანელებმა სკოლაში, აქ აფხაზეთის და ცხინვალის ხსენება ტერორიზმად და რადიკალიზმადითვლება. რამდენი წელია არ გვიხსენებია და მარტო მიტინგზე ახსენეს ჩვენმა ახალგაზრდებმა სოხუმი და ცხინვალი და რა არ დააბრალეთ. დიდი პრეცედენტი მოხდა, ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინა ჩვენმა მეზობელმა და მეგობარმა ქვეყანამ,"- აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

დღის ამბები