23 სექტემბერი 2026,   05:20
ვრცლად
თურქეთში, სკოლასთან მომხდარი სროლის შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა - თავდამსხმელი, სავარაუდოდ, 15 წლის მოსწავლეა

თურქეთში, მანისას პროვინციაში, სკოლასთან, სროლა მოხდა. შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, დაშავებულია 11 ადამიანი, მათგან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია. თავდამსხმელი დაკავებულია.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ის, სავარაუდოდ, 15 წლის მოსწავლეა. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

შემთხვევის ადგილზე ჩავლენ თურქეთის შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრები.

დღის ამბები