15 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
პროგრამის შეჩერება არის ძალიან ცუდი სიგნალი და უნდობლობა საქართველოს ფინანსური ხელისუფლებისადმი - რომან გოცირიძე

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სავალუტო ფონდის მიერ პროგრამის შეჩერება ნიშნავს სერიოზული კითხვების გაჩენას ორმხრივ პარტნიორობაში.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა არის მნიშვნელოვანი სიგნალი ინვესტორებისთვის და ნდობის მთავარი ფაქტორი, ვინაიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა და საქართველოს საფინანსო პოლიტიკა მხარდაჭერილია საერთაშორისო საფინანსო და საკრედიტო ორგანიზაციების მიერ. პროგრამის შეჩერება არის ძალიან ცუდი სიგნალი და უნდობლობა საქართველოს ფინანსური ხელისუფლებისადმი,"- ამბობს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტები” თავმჯდომარე რომან გოცირიძე. 

"ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კი აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით,  კონკრეტული პარტნიორები უარს ამბობენ ითანამშრომლონ ეროვნულ ბანკთან:

"მივიღეთ ინფორმაცია, რომ კონკრეტული პარტნიორები ამბობენ უარს ითანამშრომლონ ეროვნულ ბანკთან, რაც დამატებით მილიონობით დოლარის ზიანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ეს კიდევ უფრო დაარტყამს ეკონომიკას,"- აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, საპარლამენტო მდივანი გიორგი კაკაურიძე ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა დროებით შეჩერებულია.

დღის ამბები