15 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
არ არის სასიამოვნო, როდესაც ეს თანამშრომლობა არ ვითარდება, თუმცა უახლოეს პერიოდში თანამშრომლობა აღდგება - ვოლსკი სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერებაზე

სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ არ არის სასიამოვნო, როდესაც ეს თანამშრომლობა არ ვითარდება, თუმცა მისივე თქმით,  უახლოეს პერიოდში ეს თანამშრომლობა აღდგენილი იქნება.

ვოლსკიმ ამ კონტექსტში ოპოზიციაც ახსენა და განაცხადა, რომ მათ პანიკური სიტუაციის შენარჩუნება სჭირდებათ:

"რასაკვირველია, არ არის სასიამოვნო, როდესაც ეს თანამშრომლობა არ ვითარდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში, უახლოეს პერიოდში ეს თანამშრომლობა აღდგენილი იქნება, მაგრამ ზოგადად რადიკალური ოპოზიციის ამოცანა ეს არ არის, ისინი ფიქრობენ, რომ ამ პანიკური სიტუაციის შენარჩუნება საჭიროა, რადგან იქნებ უფრო მტკივნეული დარტყმა მიაყენონ ინფლაციის პროცესს,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

დღის ამბები