15 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
ეროვნულ ბანკსა და სავალუტო ფონდს შორის მიმდინარეობს კონსულტაციები, რათა ყველაფერი გაირკვეს, რომ შემდეგ პროგრამა დამტკიცდეს - პაატა კვიჟინაძე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ეროვნულ ბანკსა და სავალუტო ფონდს შორის მიმდინარეობს კონსულტაციები, რათა ყველაფერი გაირკვეს, რომ შემდეგ პროგრამა დამტკიცდეს. 

პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ მათ სავალუტო ფონდიდან ჩვენ რამდენიმე წელია თანხები არ აუღიათ, რადგან ამის საჭიროება არ იყო:

"მათ არავითარი შენიშვნა არ ჰქონიათ, ეროვნულ ბანკთან მათი საქმიანობის მიხედვით. ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები ეროვნულ ბანკსა და სავალუტო ფონდს შორის რომ ყველაფერი გაირკვეს რომ შემდეგ პროგრამა დამტკიცდეს. 

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას, რომ რაღაც თანხები დაიკარგა, მინდა გითხრათ, რომ სავალუტო ფონდიდან ჩვენ რამდენიმე წელია თანხები არ აგვიღია, არ გვჭირდება და იმიტომ და ზოგადად, სავალუტო ფონდი, როდესაც ადრე აფინანსებდა, აფინანსებდა ეროვნული ბანკის რეზერვების შევსებას," - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე.

დღის ამბები