20 სექტემბერი 2024,   03:56
ვრცლად
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრები ფიჯისთან მატჩისთვის ემზადება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრები ფიჯისთან მატჩისთვის ემზადება, "ბორჯღალოსნები" მომავალ შეხვედრას საკადრო ცვლილებებით ხვდებიან.

ტრავმის გამო, ფიჯის წინააღმდეგ, ვერ ითამაშებენ ლუკა ჯაფარიძე და ბექა გორგაძე. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ტრავმირებულებს ოთარ გიორგაძე და ირაკლი აფციაური შეცვლიან.

საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე, საქართველოს ნაკრებმა ორი შეხვედრა გამართა. "ბორჯღალოსნები" ავსტრალიასთან დამარცხდნენ, პორტუგალიასთან კი ფრე ითამაშეს. საქართველოსა და ფიჯის სარაგბო დაპირისპირება 30 სექტემბერს ბორდოში, თბილისის დროით 19 საათზე და 45 წუთზე დაიწყება.

დღის ამბები