23 ნოემბერი 2024,   20:15
ვრცლად
"ეს არის პირველი საქმე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო ახორციელებს კონსტიტუციურ უფლებამოსილებას იმპიჩმენტის სფეროში" - პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს

დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის 52-ე მუხლი - ამ წუთებში ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. გადაწყვეტილება 9 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ უნდა მიიღოს. სხდომას 9-ვე მოსამართლე ესწრება.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ. პროცესს ესწრებიან წარდგინების 5 ავტორი, მათ შორისაა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

"ეს არის პირველი საქმე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო ახორციელებს თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას იმპიჩმენტის სფეროში. მას ექნება დიდი პრეცედენტული მნიშნვნელობა," - აღნიშნა მოსამართლეთა კოლეგიის ერთ-ერთმა წევრმა.

დღის ამბები