მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა ორგანიზაცია “კანვას საქართველოს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნინო გოგიბერიძე.
გოგიბერიძე იმ ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს, რომელიც გუშინ სუსმა გაასაჯაროვა.
ნინო გოგიბერიძემ საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე უარი თქვა და ის ჩვენებას სამართალდამცველებს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, საქალაქო სასამართლოში აძლევს.
მისი შეფასებით, ეს საქმე პროპაგანდის მიზნებისთვისაა გამოყენებული.
"მგონია, რომ ეს ყველაფერი არის პროპაგანდის მიზნებისთვის. პროფესორი ჯინ შარპის მეთოდოლოგიის თანახმად გამოსავალზე ვყვებოდი ადამიანების აქტიურობას რა შეიძლება მოჰყვეს. მაგალითისთვის, ერთი არის - შევთანხმდეთ, მეორე არის- მივაღწიოთ კონსენსუს, მესამე - პატარაზე ვაიძულოთ, რომ შეცვალონ თავიანთი პოზიციები, მეოთხე არის სიტყვა ჩამოშლა, ჩამოშლა გულისხმობს რაღაცა ტიპის ფუნქციონირების შეწყვეტას", - განაცხადა ნინო გოგიბერიძემ.
”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, საქმე კომიკურია, კითხვები, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სვავს, ასევე სასაცილოა.
"ეს საქმე არის კომიკური, შინაარს გამოცლილი და აბსურდული. ამ სასაცილო კითხვებს მალავენ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მათ მიერ ამ საქმის გასაიდუმლოებაში, შესაბამისად ამ კითხვების შინაარსზე საუბარი არ შემიძლია. დარწმუნებული ვარ საზოგადოებამ რომ ეს კითხვები მოისმინოს მასაც იგივე შთაბეჭდილება დარჩება",- განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.