06 ოქტომბერი 2024,   21:55
ვრცლად
მდინარე ყოროლისწყალმა კოტეჯები და საცხოვრებელი სახლების ნაწილი დატბორა  - სტიქია აჭარაში

ძლიერმა წვიმამ აჭარა დააზარალა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდინარე ყოროლის-წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა, დატბორა კოტეჯები და საცხოვრებელი სახლების ნაწილი. დააზიანა ინფრასტრუქტურა.

სტიქიის დროს კოტეჯებში არავინ იმყოფებოდა. უკვე აღდგენილია სოფლებთან მისასვლელი გზა. მოსახლეობის ნაწილს მიეწოდება წყალიც.

დღის ამბები