საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახლად რეაბილიტირებული მეორე სასწავლო კორპუსი გახსნა, განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
სამედიცინო უნივერსიტეტის ახლად რეაბილიტირებული შენობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და მოეწყო, უნივერსიტეტის ყველაზე ძველი კორპუსია. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ასევე გარემონტდა პირველი სასწავლო კორპუსის ფასადი, აშენდა და მოეწყო კაფეტერია.
უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, ფუნქციონირებს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა, რომელიც 2013 წლიდან ემორის უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება, ასევე, სამი სასწავლო დეპარტამენტი და "სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი“.