თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან თავდაცვის კოდექსში გათვალისწინებული ცვლილებები განიხილა.
გრიგოლ გიორგაძემ მოწვეულ სტუმრებთან სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხზე ისაუბრა და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილა, რომლის თანახმადაც, 2025 წლის პირველი იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამინისტროს სისტემაში.