06 ოქტომბერი 2024,   20:00
ვრცლად
ეს არის მკვლელი ტერორიზმი, ჩვენ ვუტევთ, უკან ვხევთ და ვურტყამთ ყველას, ვინც მასში მონაწილეობს - ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური, ჰერზი ჰალევი ომის დაწყების შემდეგ პირველ საჯარო კომენტარს ავრცელებს. მისივე თქმით, ახლა ომის დროა, რადგან მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილი მტრის ხელშია.

"ისრაელის სახელმწიფო და თავდაცვის ძალები ახლა აწარმოებენ ომს ჰამასის თავდასხმის წინააღმდეგ. ეს არის მკვლელი ტერორიზმი. ჩვენ ვუტევთ, უკან ვხევთ და ვურტყამთ ყველას, ვინც მასში მონაწილეობდა. ვიცი, რომ ბოლო დღე რთული იყო, მძიმე ფასია, ვიცი, რომ ბევრი კითხვა და ბევრი იმედგაცრუებაა. ახლა ომის დროა, რადგან მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილი მტრის ხელშია. ამ ომში ისრაელის თავდაცვის ძალები იქნებიან ძლიერები და გაიმარჯვებენ. გრძელი და რთული ბრძოლის დღეები გველოდება. ჩვენ ყველა პოზიციაზე ვინარჩუნებთ მზადყოფნას," - აღნიშნა თავდაცვის ძალების მეთაურმა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და პალესტინაში ომის მესამე დღეს დაღუპულთა რაოდენობამ 1100-ს გადააჭარბა, აქედან 400-ზე მეტი პალესტინელი, ხოლო 700-ზე მეტი ისრაელის მოქალაქეა. თითოეულ მხარეს 2000-ზე მეტი დაშავებულია. ადგილობრივი მედიის ცნობით ჰამასის დაჯგუფების მძევლად რჩება 130-ზე მეტი ებრაელი, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირებიც.

 

დღის ამბები