06 ოქტომბერი 2024,   20:02
ვრცლად
ისრაელმა საკუთარ ტერიტორიაზე ოპერაციის დასრულებისა და ჰამასის სრული განადგურების ფაზაზე გადასვლის შესახებ განაცხადა

ისრაელმა საკუთარ ტერიტორიაზე ოპერაციის დასრულების და ჰამასის სრული განადგურების ფაზაზე გადასვლის შესახებ განაცხადა. ამ წუთებში თელ-ავივსა და იერუსალიმში განგაშის სიგნალის ხმა ისმის. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი აღდგენილია, თუმცა ტერიტორიაზე ტერორისტები, შესაძლოა, კვლავ იმყოფებოდნენ.

ისრაელის საჰაერო თავდასხმების საპასუხოდ 120 რაკეტა გაისროლა სამხრეთ ისრაელის ქალაქების აშდოდისა და აშკელონის მიმართულებით.

ისრაელსა და პალესტინაში ომის მესამე დღეს დაღუპულთა რაოდენობა 1 200-მდე გაიზარდა, აქედან 500 პალესტინელი, ხოლო 700-ზე მეტი ისრაელის მოქალაქეა. თითოეულ მხარეს 2000-ზე მეტი დაშავებულია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰამასის დაჯგუფების მძევლად რჩება 130-ზე მეტი ისრაელის მოქალაქე, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირებიც.

7 ოქტომბერს დაწყებული თავდასხმების ტალღა ბოლო ათწლეულების განმავლობაში კონფლიქტის ყველაზე დიდი ესკალაციაა.

დღის ამბები