21 აგვისტო 2026,   13:59
ვრცლად
ახმეტაში ღვინის დღეები იმართება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ღვინის დღეები იმართება ახმეტაში. ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს.

ეწყობა მეღვინეების კუთხე, ფოტოზონები, საბავშვო გასართობი სივრცეები და კვების ზონა. 5 საათიდან დაგეგმილია სხვადასხვა ასაკის სტუმარზე გათვლილი საინტერესო ღონისძიება. დღეს გალა კონცერტი დაასრულებს. ღვინის დღეებს მასპინძლობს თერჯოლაც. დავით კლდიაშვილის სახელობის სკვერში სამზადისი დილიდან მიმდინარეობს.

მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი. საფესტივალო პროგრამა მოიცავს იმერული ღვინის დეგუსტაციას და გამოფენა-გაყიდვას, მოწყობილია საგამოფენო, საბავშვო-გასართობი და კვების სივრცეები, ჩატარდება მასტერკლასები პურის ცხობაში, ფელამუშის და ჩურჩხელის მომზადებაში, მსურველებს შეუძლიათ თავად დაწურონ ყურძენი საწნახელში, დაამზადონ თიხის ჭურჭელი, მოხატონ ღვინის ჭიქები და ბოთლები. ფესტივალი დღის ბოლოს კონცერტით დასრულდება.

დღის ამბები