06 ოქტომბერი 2024,   20:06
ვრცლად
ისრაელიდან თბილისის მიმართულებით მხოლოდ დღეს 4 ავიარეისია დაგეგმილი - რას ყვებიან "კურიერთან" იქ მცხოვრები ქართველები

საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისრაელში საქართველოს საელჩოში სამი ცხელი ხაზი მუშაობს. მხოლოდ დღეს, თბილისის მიმართულებით 4 რეისია დანიშნული. მოთხოვნა დიდია. მოდიან ძირითადად მცირეწლოვანი ბავშვები და მათი მშობლები. თუმცა, დიდი ნაწილი რჩება ისრაელში და საკუთარი თვალით უყურებს, როგორ ფეთქდება მათ საცხოვრებელ სახლებთან "ჰამასის" ხელნაკეთი რაკეტები.

უკვე სამი დღეა ისრაელის მაცხოვრებლებს დროის დიდი ნაწილის გატარება თავშესაფრებში უწევთ. ამის მიუხედავად, ყველა იმედიანად არის გაწყობილი და დარწმუნებულები არიან, რომ ტერორისტებთან მორიგი ომი ამჯერადაც მათი გამარჯვებით დასრულდება.

დღეს "კურიერი" ისრაელში მცხოვრებ ქართველებს რამდენჯერმე დაუკავშირდა. მათი ნაწილი  "ჰამასის" დღევანდელ სარაკეტო დარტყმას ტელეფონით თავად იღებდა.

ცნობას ომის დასრულების შესახებ ისრაელში მცხოვრები ქართველები ამ დრომდე ელოდებიან. მათ ქალაქებში სიჩუმეს დროდადრო სირენების ხმა არღვევს. გადაადგილებასთან დაკავშირებით მოქმედებს სპეციალური შეზღუდვები. საქართველოს მოქალაქეები "კურიერს" უყვებიან, რომ გასული მძიმე დღეების მიუხედავად, თავს მაინც უსაფრთხოდ გრძნობენ. "ჰამასის" მიერ ასეთი მასშტაბის თავდასხმასაც ვერ იხსენებენ.

საქართველოს საელჩო ომის პირობების გათვალისწინებით, ისრაელში საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულებს, დაშავებულებს და გატაცებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

ისრაელში 120 000 ქართველი ცხოვრობს. მათთვის ახლა მთავარი საკონტაქტო უწყება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობაა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

დღის ამბები