21 აგვისტო 2026,   10:05
ვრცლად
საგარეჯოში მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას საქმეზე, პოლიციამ გოგონას მამა გამოჰკითხა

საგარეჯოში მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას საქმეზე, პოლიციამ გოგონას მამა გამოჰკითხა. ის სამართალდამცველების კითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა. მამამ ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ როდესაც გოგონა იძულებით დააქორწინეს, მამაკაცი საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

მომხდარზე გამოძიება გრძელდება. ამ ეტაპზე - დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაკავებულია 27 წლის მამაკაცი. არასრულწლოვანის იძულებით ქორწინებისა და შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია გოგონას დედა და ბიძა.

დღის ამბები