06 ოქტომბერი 2024,   21:07
ვრცლად
უახლოეს საათებში გარდაუვალია სპეციალური სახმელეთო ოპერაციის დაწყება - რას ამბობს ჟურნალისტი, რომელიც თელ ავივში "კურიერისთვის" მუშაობს

24 საათი ევაკუაციისთვის - ვადა ამოიწურა. ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მცხოვრები მოსახლეობა, ტერიტორიას საევაკუაციო დერეფნების გამოყენებით ტოვებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სახმელეთო ოპერაციები ღაზის სექტორში "ჰამასის" ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით დაიწყეს, თუმცა ისრაელის სარდლობა აცხადებს, რომ ეს ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია არ არის.

თავდაცვის ძალების ცნობითვე, ღაზის სექტორზე ღამით განხორციელებული დარტყმის შედეგად, დაჯგუფება „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური მოკლეს. ოფიციალური ინფორმაციით, დარტყმის სამიზნე დაჯგუფების შტაბი გახდა, საიდანაც საჰაერო მოქმედებები იმართება.

იერიშის შედეგად მოკლულია „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური მურად აბუ მურადი. ამ ფონზე კი „ჰუმან რაითს ვოჩი“ ამტკიცებს, რომ ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში და ლიბანში თეთრი ფოსფორი გამოიყენა. ისრაელსა და ჰამასს შორის მძიმე დაპირისპირების მერვე დღეს, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა კი ათასებს აჭარბებს.

საპორტო ქალაქში დღეს უპილოტო საფრენი აპარატები დააფიქსირეს. ქვეყნის სამხრეთით კი, მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია. უახლოეს საათებში გარდაუვალია სპეციალური სახმელეთო სპეცოპერაციის დაწყება. 

დღის ამბები