21 აგვისტო 2026,   17:21
ვრცლად
16 ოქტომბრიდან, საქართველოში, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება - როგორია ექიმების რეკომენდაცია

ქვეყანაში ამ დროისთვის A და B ჯგუფის ვირუსი ცირკულირებს. ხვალიდან, საქართველოში, იმუნიზაციის პროცესი იწყება.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე ადამიამ "კურიერს" განუცხადა, სახელმწიფომ "ებოტის" წარმოების 200 000, მაღალი ხარისხის, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა. მისივე განმარტებით, ვაქცინა იცავს როგორც გრიპის გადადების, ისე მძიმე ფორმების განვითარებისგან, სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკჯგუფებში შემავალი პირების ვაქცინაცია.

მისივე ცნობით, 2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60 წლისა და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მათ შორის, მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვა.

"კურიერი" ასევე ესაუბრა, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს, ივანე ჩხაიძეს. მისი თქმით, სექტემბერში დაფიქსირებული გრიპის ვირუსის შემთხვევები, განეკუთვნება ადრეულ შემთხვევებს, რაც პანდემიის ზეგავლენით არის განპირობებული.

"2022 წელს გრიპისა ვირუსი აქტიურად ცირკულირებდა ზაფხულის განმავლობაშიც, რაც არასოდეს არ ყოფილა პანდემიამდე პერიოდში. წლევანდელი წელიც ამ მხრივ გამოირჩევა. სექტემბერში დაფიქსირებული გრიპის ვირუსის შემთხვევები, რა თქმა უნდა, განეკუთვნება ადრეულ შემთხვევებს, რაც პანდემიის ზეგავლენით არის განპირობებული.

ის შეზღუდვები რომელიც პანდემიის პერიოდში არსებობდა, ეფექტური იყო არამხოლოდ კორონავირუსის, გრიპის ვირუსის წინააღმდეგაც. პრაქტიკულად ჩვენ 2 წელი გრიპის ვირუსის ერთეული შემთხვევები გვქონდა და ამ შეზღუდვების მოხსნამ გამოიწვია სწორედ მათი გააქტიურება," - განაცხადა ივანე ჩხეიძემ.

 

დღის ამბები