06 ოქტომბერი 2024,   21:40
ვრცლად
"გლობალური შიმშილის ინდექსის" 2023 წლის მაჩვენებელი საქართველოსთვის 5%-ზე ნაკლებია

"გლობალური შიმშილის ინდექსის" 2023 წლის მაჩვენებელი საქართველოსთვის 5%-ზე ნაკლებია. ამ მონაცემებით, ქვეყანა პირველ ოცეულში მოხვდა. "გლობალური შიმშილის ინდექსის" მონაცემები, წელს, მსოფლიოს მასშტაბით, 125 ქვეყანაში შეფასდა.

საქართველოსთან ერთად, პირველ ოცეულში, შედიან: ლიეტუვა, ლატვია, უნგრეთი, თურქეთი.

"შიმშილის გლობალური ინდექსით" გლობალურად, ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით, შიმშილის მაჩვენებლები იზომება. სტატისტიკური მაჩვენებლები შემდეგი 4 ფაქტორით განისაზღვრება: მოსახლეობის არასაკმარისი კვება, წონის კლება ბავშვებში, ბავშვების ზრდაში ჩამორჩენა და ბავშვთა სიკვდილიანობა. მონაცემები ყოველწლიურად ახლდება და ყოველი წლის ოქტომბერში ქვეყნდება.

დღის ამბები