ომის მე-12 დღეს ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად იძაბება - ღაზის სექტორში საავადმყოფოს აფეთქების შედეგად რეგიონში მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა. კლინიკაზე იერიშს, ამ დროის მონაცემებით, 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის არიან ბავშვებიც.
მხარეები მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ. თელ-ავივის მტკიცებით, ცახალს აფეთქებასთან კავშირი არ აქვს და აფეთქების მიზეზად პალესტინელების მიერ წარუმატებლად გაშვებულ რაკეტას ასახელებს.
საავადმყოფოზე თავდასხმა "გაეროს" გენერალურმა მდივანმა დაგმო. ანტონიო გუტერეში წერს, რომ საავადმყოფოებსა და სამედიცინო პერსონალს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი იცავს.
საავადმყოფოზე თავდასხმას გამოეხმაურა ევროპის საბჭოს პრეზიდენტიც. შარლ მიშელი აღნიშნავს, რომ რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა საერთაშორისო კანონმდებლობას არ შეესაბამება.