06 ოქტომბერი 2024,   21:44
ვრცლად
"შარშან გაათხოვეს... ნაადრევი ქორწინების მსხვერპლია" - ახალი დეტალები მე-8 კლასელზე, რომელმაც ბავშვი გააჩინა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა - ინფორმაცია რადიო მარნეულმა სამოქალაქო აქტივისტებზე დაყრდნობით გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისათვის ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ ინფორმაცია ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც არასრულწლოვანმა იმშობიარა.

"პრაიმტაიმს" აქტივისტმა თოზუ გულმამედლიმ განუცხადა, რომ გოგონა ეთნიკურად აზერბაიჯანელია, იგი შარშან გაათხოვეს.

მისივე თქმით, მე-8 კლასელი ნაადრევი ქორწინების მსხვერპლია. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 140-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები