06 ოქტომბერი 2024,   19:57
ვრცლად
დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შესაძლო თავდასხმის გამო, უკრაინის რამდენიმე ოლქში ღამით საჰაერო განგაში ჩაირთო

დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შესაძლო თავდასხმის გამო, საჰაერო განგაში ჩაირთო ღამით უკრაინის რამდენიმე ოლქში.

რუსულმა ძალებმა მიკოლაივის ოლქში სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 1 ადამიანი. 5-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა ზაპოროჟიას ოლქში საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად; დაიბომბა ნიკოპოლის რეგიონი, ასევე ხერსონის ოლქი - არიან დაშავებულები.

სუმის ინფრასტრუქტურული ობიექტი დააზიანა ოკუპანტების მიერ გაშვებულმა დრონმა. საერთო ჯამში გასული დღე-ღამის განმავლობაში სუმის ოლქი 17-ჯერ დაიბომბა - დაფიქსირდა 90-მდე აფეთქება.

 

დღის ამბები