ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის საქმეზე, სუს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე, საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეჟისორი გამოიკითხა.
გიორგი სავანელი 26-29 სექტემბერს ჩატარებული სემინარის მონაწილეა. გამოკითხვის შინაარსზე, პროცესის დასრულების შემდეგ მოწმეს არ უსაუბრია, მიზეზი უფლებადამცველის თქმით, გაუთქმელობის ხელწერილია.
სავანელის ადვოკატმა თქვა, რომ ლექცია არაძალადობრივი შინაარსის იყო. მისივე განმარტებით, სავანელი ითხოვს საქმეს მოეხსნას გრიფით საიდუმლო და სუს-ის მიერ მოპოვებული ჩანაწერი სრული სახით გავრცელდეს.