21 აგვისტო 2026,   16:36
ვრცლად
2023-2024 სასწავლო წლის 100 პირველკურსელი "გალფის" ერთწლიან სტიპენდიას მიიღებს

2023-2024 სასწავლო წლის 100 პირველკურსელი ერთწლიან სტიპენდიას მიიღებს - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია "გალფს" შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, წარმატებული პირველკურსელების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიიღო.

გიორგი ამილახვარმა ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა და კომპანია "გალფის" წარმომადგენლებს, სტუდენტების ხელშეწყობისა და თანამშრომლობისთვის, მადლობა გადაუხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო მსგავს წამოწყებებს სრულად უჭერს მხარს და მიესალმება კერძო სექტორის მხრიდან საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებაში აქტიურ ჩართულობას.

დღის ამბები