06 ოქტომბერი 2024,   21:19
ვრცლად
საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას, ბათუმში, უცხოელი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები გაეცნენ

საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას, ბათუმში, უცხოელი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები გაეცნენ. მათთან ერთად, იუსტიციის სახლს ცესკო-ს თავმჯდომარეც სტუმრობდა.

გიორგი კალანდარიშვილმა უცხოელ კოლეგებს დეტალურად გააცნო საინფორმაციო აქციის მიზნები და მეთოდი, რომელსაც ამომრჩევლისთვის ინფორმაციის მიწოდებისთვის იყენებენ.

საინფორმაციო აქციები, ქვეყნის ყველა იუსტიციის სახლში, 12 ოქტომბერს დაიწყო. მიზანია, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩევლის ინფორმირება და მათი ცნობიერების ამაღლებაა.

დღის ამბები