06 ოქტომბერი 2024,   21:38
ვრცლად
მცხეთაში, სოფელ ქსანში რეკრეაციული სივრცე მოეწყო

მცხეთის მუნიციპალიტეტში, რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობის პროცესი გრძელდება. პროექტის ფარგლებში, სამუშაოები დასრულდა სოფელ ქსანში, სადაც გაკეთდა საბავშვო გასართობი, მოსასვენებელი და სავარჯიშო სივრცეები.

დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარე და დამონტაჟდა განათების სისტემები. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.

მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, უკვე 3 მილიონი ლარის ღირებულების 10-ამდე პროექტი განხორციელდა.

დღის ამბები