06 ოქტომბერი 2024,   21:56
ვრცლად
საპროტესტო აქცია სოფელ დარჩელში - მოსახლეობის ნაწილმა ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, მოსახლეობის ნაწილმა, ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეები, მიწის ნაკვეთებზე, რომლებსაც ისინი საძოვრებად იყენებ, სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ტერიტორიას ინვესტორს არ დაუთმობენ.

პოლიციამ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება შეძლო, რის შემდეგაც, შეკრებილებმა საძოვრების ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, სადაც მათ მიწის მესაკუთრე მალხაზ ჩუგოშვილი დახვდა. ადგილობრივებმა მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

თავის მხრივ, ჩუგოშვილი განმარტავს, რომ მან 600 ჰექტარი მიწა წლების წინ შეიძინა და ამ დრომდე არ გამოუყენებია. მისი თქმით, კერძო საკუთრებაზე გარკვეული ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს, მათ შორის უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობით.

დღის ამბები