16 სექტემბერი 2024,   23:25
ვრცლად
ისრაელის სახმელეთო ჯარები ამაღამ ოპერაციებს გააფართოებენ - ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის ინფორმაციით, ისრაელის სახმელეთო ჯარები "ამაღამ ოპერაციებს აფართოებენ".

ჰაგარი ასევე აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე საათია, რაც ისრაელმა გააძლიერა საჰაერო თავდასხმები ღაზის სექტორში.

მისივე თქმით, ისრაელი გააგრძელებს დარტყმებს ქალაქ ღაზასა და მის მიმდებარე რაიონებზე ღაზის სექტორის ჩრდილოეთით და კვლავ მოუწოდებს პალესტინელების სამხრეთით ევაკუაციისკენ.

"ჩვენ ვმოქმედებთ, რათა დავიცვათ ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესები,"-განაცხადა მან.

ბოლო ორი დღის განმავლობაში, ისრაელის თავდაცვითი ძალები ტანკებით ახორციელებდნენ შეზღუდულ იერიშებს ღაზის სექტორში.

დღის ამბები