06 ოქტომბერი 2024,   21:03
ვრცლად
„საზეიმოდ გავხსენით 27-კილომეტრიანი, ოთხზოლიანი, ახალი მაგისტრალური გზა, რომელიც 65 ხიდსა და 38 გვირაბს მოიცავს“ - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნის ცერემონიაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

"ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ იმით, რომ ასეთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის გახსნის ცერემონიაში ვიღებ მონაწილეობას. ჩვენ კარგად ვიცით, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მაგისტრალებისა და გზების მშენებლობას, განსაკუთრებით - აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის მშენებლობას. დღეის მდგომარეობით, 261 კმ მაგისტრალი არის გახსნილი, აქედან 193 კმ ჩვენი მთავრობის დროს აშენდა და გაიხსნა. ყველაზე რთული, გამოწვევებით აღსავსე მონაკვეთი იყო რიკოთი, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ აშენდა ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალი და ეს პროცესი გრძელდება. დღეს საზეიმოდ გავხსენით 27 კმ ოთხზოლიანი ახალი გზა, რომელიც მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები