06 ოქტომბერი 2024,   21:08
ვრცლად
უკრაინაში ცხელ წერტილად დონეცკის და ლუჰანსკის ოლქი რჩება - რა ვითარებაა ქვეყანაში ომის დაწყებიდან 613-ე დღეს

უკრაინის აღმოსავლეთში ინტენსიური შეტაკებები გრძელდება. ოკუპანტებმა ათობით თავდასხმა განახორციელეს ოდესაზე, ხარკოვზე, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე. დაიბომბა ზაპოროჟიეც. რამდენიმე საათის წინ ძლიერი აფეთქებები იყო ხერსონში. რუსმა სამხედროებმა ხერსონში დასახლებულ პუნქტებს, ადმინისტრაციულ შენობებსა და მაღაზიებს დაარტყეს. თავდასხმის შედეგად დაშავებულია 10-ზე მეტი ადამიანი. ქალაქის სანაპირო ზონები საოკუპაციო ძალების ცეცხლის ქვეშაა. ხერსონის სამხედრო ადმინისტრაცია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები უკრაინას შაჰიდის დრონებით თავს დაესხნენ, თუმცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყველა დრონის ჩამოგდება შეძლო. რუსებმა სულ 5 შაჰიდი და მართვადი რაკეტა Х-59 გამოიყენეს. რაკეტები პოლტავას ოლქის მირგოროდის რაიონისკენ იყო მიმართული.

ფრონტის ხაზზე ვითარება ასეთია - უკრაინა ოკუპანტების თავდასხმას აღმოსავლეთში უმკლავდება. ცხელ წერტილებად კვლავ დონეცკის და ლუჰანსკი ოლქი რჩება! დონეცკის ოლქის ქალაქ სივერსკში, რომელიც ფრონტისპირა რეგიონია, დღეს უკრაინელი პოლიციელები რუსეთის ძალების მიერ ნასროლი ჭურვის აფეთქების შედეგად დაიჭრნენ.

დღის ამბები