16 სექტემბერი 2024,   23:03
ვრცლად
თბილისის ერთ-ერთი კლინიკიდან პატიმრების გაქცევის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

სამედიცინო დაწესებულებიდან სამი პატიმარი გაიქცა. „ავერსის“ კლინიკაში კურიერს ინფორმაცია უკვე დაუდასტურეს.

კლინიკის ცნობით, პატიმრები სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, რა დროსაც მათ გაქცევა მოახერხეს.

კლინიკის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა "კურიერს" გაქცეული პატიმრების დაკავების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა ფაქტს სამართალდამცველები არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

შემთხვევა დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რომელი პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს პაციენტები, თუმცა მათ მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია უნდა ჩასტარებოდათ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სწორედ კვლევების ოთახიდან გაიპარნენ მსჯავრდადებულები.

დღის ამბები