21 აგვისტო 2026,   03:06
ვრცლად
სუს-ის სასწავლო ცენტრის დაარსებიდან სამი წელი გავიდა - გრიგოლ ლილუაშვილმა ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დაარსებიდან სამი წელი გავიდა. გრიგოლ ლილუაშვილმა ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა, მათ მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ღონისძიების ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან. გრიგოლ ლილუაშვილმა სტუდენტებთან საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა და მათ სამსახურის სპეციფიკა გააცნო.

დასასრულს, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერი შესრულებისთვის სამსახურის სიგელით დაჯილდოვდნენ სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორები.

დღის ამბები