16 სექტემბერი 2024,   23:00
ვრცლად
თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობაში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობაში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

მე-3 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე სასადილო გაიხსნა, რომელიც სრულად გარემონტდა და საჭირო ინვენტარით აღიჭურვა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა საინჟინრო კომუნიკაციებს, მოეწყო შიდა გზები და სამწყობრო მოედანი.

ინფრასტრუქტურის განახლებისა და მშენებლობის მიმართულებით ბოლო ოთხ წელიწადში დაახლოებით 360 მილიონი ლარი დაიხარჯა, რამაც ინფრასტრუქტურული ობიექტების მდგომარეობა თვისობრივად გააუმჯობესა.

2024 წელს, ამ მიზნით, თავდაცვის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული. მხოლოდ მიმდინარე წელს შენდება 20 და რემონტდება 50 ობიექტზე მეტი.

დღის ამბები