09 ივლისი 2024,   03:52
ვრცლად
მობილურის დასატენი წერტილები, WIFI, ხმოვანი საინფორმაციო სისტემა, შიდა და გარე ვიდეომონიტორინგი - ახალი 18 მეტრიანი ავტობუსები თბილისში იანვრიდან გამოჩნდება

ახალი წლიდან თბილისის ქუჩებში 18-მეტრიანი 50 ახალი ავტობუსი გამოჩნდება. მიუნხენიდან თბილისში 160 ერთეული ავტობუსი კი ეტაპობრივად ჩამოვა. 18-მეტრიან სამგზავრო ტრანსპორტს ორი განყოფილება აქვს და 162 მგზავრზეა გათვლილი, სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტობუსში დამონტაჟებულია გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა. აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო ტექნიკით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგით, მობილურის დამტენი წერტილებით. ტრანსპორტში მოქმედებს უსადენო ინტერნეტ სისტემა.

მიუნხენში, თბილისის მერი მოადგილე, ირაკლი ბენდელიანთან და კომპანია "თეგეტა ჰოლდინგის" ხელმძღვანელ პირებთან ერთად ჩავიდა. კომპანია MAN-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში სწორედ კომპანია "თეგეტა ჰოლდინგია" და პასუხისმგებელია ავტობუსების სერვისის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაზე.

18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა დედაქალაქში დეკემბრის თვიდან ეტაპობრივად დაიწყება. თბილისი ქუჩებში ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იანვრის ბოლოდან გამოჩნდება. თბილისის მერიაში ამბობენ, რომ მანამდე მთავარ გამზირებზე დაწყებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება. მოეწყობა 10 სატრანსპორტო დერეფანი და ავტოპარკის ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება. დაწყებულია 400 მძღოლის გადამზადების პროცესიც.

 

დღის ამბები