არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების საქმე გაუპატიურების მუხლით გადაკვალიფიცირდა. გამოძიების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ 14 წლის გოგოს მიმართ ადგილი ქონდა სექსუალურ ძალადობას.
ამ ბრალდებით ოზურგეთში 33 წლის მამაკაცი დააკავეს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ბრალდებული მსხვერპლის ოჯახში მიწის ნაკვეთის შეძენის მიზნით იყო მისული.
მოზარდი ამბობს, რომ მამაკაცმა მასზე სექსუალურად იძალადა, თუმცა დაკავებული ბრალდებებს უარყოფს.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დაკავებული ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული პირია. ის წარსულში განზრახ მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. საუბარია 2010 წელს, მდინარე ბჟუჟის ნაპირთან 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობაზე.
არასწრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის, თავდაპირველად, მამაკაცი 141-ე მუხლით დააკავეს, თუმცა ამჯერად მას ბრალი 137-ე და 138-ე მუხლებით ჩადენილ დანაშაულში ედება.