08 სექტემბერი 2024,   03:37
ვრცლად
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქის ცენტრში გარემოვაჭრეებისთვის 8 ახალი ჯიხური დაიდგა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქის ცენტრში გარემოვაჭრეებისთვის 8 ახალი ჯიხური დაიდგა. მიზანი კი გარე ვაჭრობის დარეგულირება და კომფორტული გარემოს შეთავაზებაა.

დღეიდან გარემოვაჭრეები პროდუქციის რეალიზებას კომფორტულ გარემოში გააგრძელებენ.

ჭიათურის მერის, გივი მოდებაძის განცხადებით, ეს პროცესი გაგრძელდება და ქალაქის ტერიტორიაზე ქუჩაში გამოტანილი პროდუქციის რეალიზება, უკვე მოხდება სპეციალურ ჯიხურებში, უფრო კომფორტულ გარემოში.

დღის ამბები