26 დეკემბერი 2024,   16:00
ვრცლად
არანაირი დადებითი პოლიტიკური შედეგი არ ექნება, თუ ბარიერს კონკრეტული ადამიანების პოლიტიკურ ამბიციებს მოვარგებთ - ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევა არანაირ დადებით პოლიტიკურ შედეგს არ მოიტანს. ქადაგიშვილი აღნიშნავს, რომ ადამიანები, რომელთაც აქვთ პოლიტიკური ამბიციები, თავად უნდა მოერგონ კონსტიტუციას და არა - პირიქით.

"მე მიმაჩნია, რომ ამას არ ექნება არანაირი დადებითი პოლიტიკური შედეგი. როდესაც ბარიერს მოვარგებთ ჩვენ კონკრეტული ადამიანების პოლიტიკურ ამბიციებს, ეს არ არის ქვეყნის ინტერესები. კარგი იქნება, თუ პოლიტიკური ამბიციის მქონე ლიდერები მოერგებიან კონსტიტუციის მოთხოვნებს და იმ მოთხოვნას, რომ ქვეყანაში უნდა იყოს საკმაოდ მსხვილი, ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია,"- აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

 

დღის ამბები